„როგორც პირველი არხი არ გახდება BBC, ისე ქართულ სასამართლოში არ შეიცვლება არაფერი,“ - ამ განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ წარმომადგენელი ზურაბ გაფარიძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.
მისი თქმით, ხუთუპნქტიანი გეგმა, რომლეიც ოპოზიციამ, პოლიტიკური ჩარევისგან სასამართლო ხელისუფლების დასაცავად შეიმუშავა, კომპრომისული დოკუმენტია, რომლიც კონსესუსის გზით არის მიღწეული.
„შეჯერება საკმაოდ რთული იყო. ბევრი დისკუსიები გვქონდა პრაქტიკულად ბოლო მომენტამდე. ვცდილობდით სხვადასხვა პარტიები, რომ რაღაც კონსესუსისთვის მიგვეღწია. საბოლოო ჯამში ეს დოკუმენტი არის კონსესუსის გზით მიღწეული დოკუმენტი. დღესაც ვთქვი, რომ ხელმომწერ პარტიებში არ იყო არცერთი პარტია, რომელიც ბოლომდე ყველაფერს ეთანხმებოდა. მინიმუმ სიტყვებთან მიმართებაშიც გვქონდა გარკვეული წუხილები, თუმცა ეს არის კომპრომისული ვერსია, ყველა პარტიამ რაღაც დათმო და შევთანხმდით საკმაოდ რადიკალურ ცვლილებებზე. ეს ხუთპუნქტიანი ხედვა არის რადიკალური ცვლილება საქართველოში სასამართლო სისტემის და გვჯერა, რომ რადიკალური ნაბიჯები არის გადასადგმელი. საბოლოო ჯამში არ მჯერა იმისი, რომ რაღაცების ჩასწორებით, დაკომპლექტების წესის შეცვლით, ასე ქართულ სასამართლოში რამე შეიცვლება. ისეთიევე, როგორც არ მჯერა, რომ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებით, რომელიც 700-ჯერ შევცვალეთ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდება „BBC“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური ჩარევისგან სასამართლო ხელისუფლების დასაცავად ოპოზიციამ რეფორმის საკუთარი მოდელი შეიმუშავა. 5 პუნქტიან მემორანდუმს ხელს 20 პარტია აწერს და ამით პირობას დებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების შემდეგ, პოლიტიკური მართლმსაჯულებაც საბოლოოდ შეწყდება.